EFCG YouthHub
უკან

EFCG YOUTH

უკედლებო სკოლა

ვიდეო

„უკედლებო სკოლა“ არის მსახურების აღზრდის პროგრამა, რომელიც მონაწილეებს ეხმარება მყარი ბიბლიური საფუძვლის შექმნასა და ლიდერული უნარების განვითარებაში.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ბიბლიური სწავლება - მონაწილეები სიღრმისეულად ეცნობიან ბიბლიურ პრინციპებს და სწავლობენ, როგორ გამოიყენონ ისინი ყოველდღიურ და თანამედროვე ცხოვრებაში.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ლიდერობის განვითარება. პროგრამა ხელს უწყობს პასუხისმგებლობის, მსახურების და ლიდერული უნარების ჩამოყალიბებას, რათა მონაწილეებმა შეძლონ ეფექტიანად ემსახურონ ეკლესიას, თემს და საზოგადოებას.

„უკედლებო სკოლის“ მიზანია აღზარდოს ადამიანები, რომლებიც იქნებიან სულიერად მომზადებული და პრაქტიკულად აღჭურვილნი მსახურებისთვის.

ჩაერთე მსახურებაშიშეავსე ფორმა და დაგიკავშირდებით
ყველა მსახურება