EFCG YouthHub
უკან
სინათლის თაობა — ფოტო 1
GEN-L — Generation of Light

სინათლის თაობა

ფოტო 1 / 5

„სინათლის თაობა“ არის ქრისტიანული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომლის მთავარი მიზანია ქრისტიანული ფასეულობების გავრცელება და მათი პოპულარიზაცია ქართულ საზოგადოებაში.

ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ბიბლიის ცნობადობის გაზრდა და ქრისტიანული პრინციპების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის.

„სინათლის თაობა“ ასევე ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს და დახმარებას უწევს გაჭირვებულ და საჭიროების მქონე ადამიანებს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდებთან მუშაობას. ორგანიზაცია ცდილობს ახალგაზრდების ჩართვას ქრისტიანულ აქტივობებში, ბანაკებში, სოციალურ პროექტებსა და სხვა ინიციატივებში, რომლებიც ხელს უწყობს მათ სულიერ, პიროვნულ და საზოგადოებრივ განვითარებას.

ჩაერთე მსახურებაშიშეავსე ფორმა და დაგიკავშირდებით
ყველა მსახურება