EFCG YouthHub
უკან
ახალგაზრდული ბანაკები — ფოტო 1

EFCG YOUTH

ახალგაზრდული ბანაკები

ფოტო 1 / 6

ქრისტიანული საზაფხულო ბანაკი არის პროგრამა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გართობას, ურთიერთობასა და სულიერ ზრდას.

ბანაკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევანგელიზაცია - სახარების გაზიარება მეგობრულ და არაფორმალურ გარემოში. ამავე დროს, დიდი ყურადღება ეთმობა დამოწაფებას: მონაწილეები იღრმავებენ რწმენას, უკეთ ეცნობიან ქრისტიანულ ფასეულობებს და სწავლობენ ბიბლიური პრინციპების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას.

ბანაკის პროგრამა მოიცავს ბიბლიის შესწავლას, ლოცვას, თემატურ აქტივობებსა და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას. ეს ყველაფერი ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების სულიერ ზრდას, ურთიერთობების გაძლიერებას და ქრისტიანულ საზოგადოებაში უფრო აქტიურ ჩართულობას.

ჩაერთე მსახურებაშიშეავსე ფორმა და დაგიკავშირდებით
ყველა მსახურება